LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო საღეჭი რეზინი შექმნეს

137
anticovidb

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის შექმნაზე მუშაობას ასრულებს. საუბარია საღეჭ რეზინზე, რომელსაც ანტივირუსული მოქმედება ექმნება. პრეპარატი ამჯერად გამოცდის ბოლო ეტაპს გადის და მისი შექმნა ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიმდინარეობს. ეს უკანასკნელი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, პრეპარატი დიდ როლს შეასრულებს როგორც დაავადების მკურნალობის, ასევე მისი პრევენციის საკითხში და ის საღეჭი რეზინის ფორმით გაიყიდება.

ცნობისთვის, სწორედ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა შექმნა რუსული ვაქცინა Sputnik-V, რომელმაც ჯანმოს ავტორიზაცია ვერ მიიღო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები