LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა – არის მსხვერპლი

199
BeFunky-collage (4)

რუსული საინფორმაციო საშუალებების, „ინტერფაქს“-ის და „ბაზა“-ს ცნობით, რუსეთის რიაზანის ოლქში კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა „ილ-76“-მა.

მედია წერს, რომ დაიღუპა 4 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მათივე ცნობით, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მდებარე მინდორში ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

რაც შეეხება უშუალოდ შემთხვევას, უწყების განცხადებით, სასწავლო-საწვრთნელი ფრენისას თვითმფრინავის ეკიპაჟმა აღმოაჩინა ძრავის გაუმართაობა და გადაწყვიტა გრუნტზე დაშვება, მასთან შეხებისას კი, თვითმფრინავი ნაწილობრივ დაიშალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები