რუსეთში ყველაზე დიდმა კლიუჩევსკაიას ვულკანმა ლავის ამოფრქვევა დაიწყო. ვულკანის მოქმედება გუშინ, 22 ივნისს დაიწყო და ის გამოჩნდა სატელიტურ ფოტოებზეც.
სპეციალისტების თქმით ამოფრქვევის ამჟამინდელ დინამიკაზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ ვულკანი საფრთხეს არ წარმოადგენს ახლომდებარე დასახლებებისა და ავიაციისთვის.
მათი თქმით, ვულკანიდან წინა ჯერზე ლავის ამოფრქვევა 2020 წლის 30 სექტემბრიდან 2021 წლის 8 თებერვლამდე გრძელდებოდა.