LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში გადამყიდველები „მაკდონალდსის“ პროდუქციის რეალიზებას 10-ჯერ ძვირად ცდილობენ

208
9465377413a58e184b757c2cf393f101

გაყიდვების რუსულ ვებგვერდზე – Avito, “მაკდონალდსის” საკვები პროდუქტების რეალიზაციის მსურველთა მრავალრიცხოვანი განცხადებები გამოჩნდა. გადამყიდველები „მაკდონალდსის“ პროდუქციის რეალიზებას, რიგ შემთხვევაში, 10-ჯერ ძვირად ცდილობენ.

„რესტორნების ქსელის დახურვამდე ნაყიდი ნაგეთსი და ღვეზელი. ბოლო შანსი უცხოური სიკეთის დასაგემოვნებლად”, – ნათქვამია ერთ-ერთ სარეკლამო განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკრაინაში შეჭრის გამო „მაკდონალდსი“ რუსეთში მუშაობას აჩერებს. დროებით დაიხურება 850 რესტორანი.

Welcome to СССР – კიდევ 12 ცნობილი კომპანია, რომელმაც რუსეთის დატოვება ბოლო 2 დღეში გადაწყვიტა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები