ჩერეპოვეცკისა და ბელოზერსკის ეპისკოპოს ფლავიანეს სახლში ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას “სევერინფორმი” ავრცელებს.
სანკტ-პეტერბურგში ეპისკოპოსის საცხოვრებელში ჩატარებული შემოწმების დროს, სამართალდამცავებმა ლაბორატორიის გარდა მზა პროდუქტებს მიაგნეს. ცნობილია, რომ სახლში ეპისკოპოსის მეგობარი 22 წლის კაენ მონტანელი ცხოვრობდა.
ეპისკოპოსის წინააღმდეგ აღძრულია საქმე განსაკუთრებულად დიდი ოდენობით თაღლითობის მუხლითაც.
თავად ეპისკოპოსი ბრალდებებს უარყოფს.
მისი ადვოკატები აცხადებენ, „ინფორმაცია ტყუილი და ღირსების შემლახველია“.
მიუხედავად ამისა, რუსეთის ეკლესიის პატრიარქმა კირილმა ფლავიანეს ჩერეპოვეცკის ეპარქიის მართვიდან გაანთავისუფლა და დროებით პავლო-ობნორსკის მონასტერში გაამწესა.