LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში, ანტი-საომარ აქციებზე ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე დააკავეს – პოლიციელები მათი დაკავებისას, რიგ შემთხვევებში, წამებას ან არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას მიმართავდნენ: Human Rights Watch

82
_116645682_photo_2021-01-23_21-17-15

არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსეთში, ქვეყნის მასშტაბით, ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე დააკავეს, ანტი-საომარ საპროტესტო აქციებზე. მათივე ცნობით, მათზე, ვინც არ ეთანხმება რუსეთის სამხედრო შეტევას უკრაინაში, სასტიკი დარბევა განხორციელდა.

Human Rights Watch-ის განცხადებაში წერია, რომ პოლიციის მხრიდან, მომიტინგეების მიმართ, ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი და მათი დაკავებისას, რიგ შემთხვევებში, წამებას ან არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას მიმართავდნენ.

„რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს ხალხის შეკრების თავისუფლების უფლებაზე უარის თქმას და ახშობს მათ ხმებს, ვინც არ ეთანხმება რუსეთის ომს უკრაინაში. პოლიციური ძალადობის ესკალაცია ასახავს იმას, თუ რამდენ ხანს აპირებს რუსეთის ხელისუფლება, დააშინოს და გააჩუმოს განსხვავებული აზრი”, – განაცხადა Human rights watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები