თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების უსწრაფესი აღდგენით ყველა მხარე უნდა იყოს დაინტერესებული.
აღნიშნული ერდოღანმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მხარეებმა ასევე ვაჭრობისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.