LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთს ომის დასრულების 2 ვარიანტი აქვს“ – ბუდანოვის თქმით, წლის ბოლომდე უკრაინელი სამხედროები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე უნდა შევიდნენ

108
ბუნადოვი ყირიმზე

„წლის ბოლომდე უკრაინელი სამხედროები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე უნდა შევიდნენ,“ – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

მან ასევე დაამატა, რომ რუსეთის ფედერაციას ომის დასრულების 2 ვარიანტი აქვს:

„1. პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლა რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის ფორმალური შენარჩუნებით. მაშინ ყველა პირადად დაადანაშაულებს პუტინს ომში, გაიყვანენ ჯარებს მსოფლიოს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან;

2. რუსეთის სამ ან მეტ ნაწილად დაყოფა. ეს იქნება ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები.“– აღნიშნა ბუნადოვმა.

„აქედან დაიწყება გარდატეხა“ – უკრაინის თავდაცვის უწყების სადაზვერვო სამმართველოს უფროსი განმარტავს, როდის ელოდება ქვეყანა ომის აქტიური ფაზის დასრულებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები