საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავკაცმა ტომას ბახმა რიოს ოლიმპიადიდან რუსეთის ნაკრების მოხსნა არ გამორიცხა.
WADA (მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო) რუსი სპორტსმენების დოპინგის საქმეს იძიებს.
ამერიკულმა გამოცემა New York Times-მა გამოაქვეყნა მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის ექს-თავკაცის გრიგორი როდჩენკოვის გამონათქვამები, რომლის თანახმად, რუსეთიდან მინიმუმ 15 სპორტსმენი, რომლებმაც სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე მედლები მოიგეს, სადოპინგო პროგრამის ნაწილი იყვნენ.
”რუსი სპორტსმენების რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა დიდწილად დამოკიდებულია WADA-ს გამოძიების შედეგებზე. თუ დადგინდა ორგანიზებული და ყოვლისმომცველი დოპინგ-სისტემის არსებობა, მაშინ საერთაშორისო ფედერაციები და ოლიმპიური კომიტეტი მიიღებენ რთულ გადაწყვეტილებას კოლექტიური ან ინდივიდუალური პასუხისმგებლობის შესახებ”, – წერს ბახი Frankfurter Allgemeine Zeitung-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
ნოემბერში WADA-ს დამოუკიდებელმა კომისიამ რუსეთი ანტიდოპინგური წესების დარღვევაში დაადანაშაულა და შეჯიბრებებიდან რუსი მძლეოსნების მოხსნა მოითხოვა.