LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთს მისი სისასტიკეების ფასის გადახდას ვაიძულებთ“ – ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის იდეით გამოდის

151
ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის იდეით გამოდის, რომელიც სამ რუსულ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვას ითვალისწინებს.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ახალ სასანქციო სიაში დაახლოებით კიდევ 200 ფიზიკური პირი უნდა შევიდეს და აიკრძალოს ოთხი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა.

„რუსეთი აგრძელებს სიკვდილის და ნგრევის მოტანას უკრაინისთვის. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და რუსეთს მისი სისასტიკეების ფასის გადახდას ვაიძულებთ. არსებული მე-8 პაკეტი უკვე მძიმეა, დღეს მე-9 პაკეტით კიდევ უფრო ვზრდით რუსეთზე ზეწოლას“, – განაცხადა ლაიენმა.

წინადადება ასევე მოიცავს რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ექსპორტის აკრძალვას.