LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეასრულოს ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმება” – აშშ-ს ელჩი საქართველოში

98
IMG-1929-1-750x500

საქართველოში აშშ ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს. ელჩის განმარტებით, აშშ-ს მტკიცე პოზიციაა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭიროს. დეგნანმა საოკუპაციო ხაზთან ვიზიტისას ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა ნახა. აშშ-ს ელჩი აცხადებს, რომ რუსეთმა 2008 წლის ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს და გაიყვანოს თავისი ძალები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან. დეგნანმა ამის შესახებ ვიდეოკონფერენციის დროს ისაუბრა.

„ამ მძიმე ვითარებაში ჩვენ ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ურთიერთობები. აშშ მტკიცედ რჩება საქართველოს პარტნიორი და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი. სწორედ ამ მიზნით, ჩემი პირველი ვიზიტი თბილისის გარეთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, სოფელ ოძისთან იყო, რომლის ორგანიზება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო. ისინი ძალიან კარგად იყვნენ ორგანიზებული. ძალიან დამამწუხრებელი იყო ის, რაც ვიხილე. როდესაც ხედავ ოჯახებს, რომლებიც ოკუპაციის გამო არიან განცალკევებულად, ხედავ ადამიანებს, რომლებიც ვერ იღებენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას, ხედავ ბავშვებს, რომლებიც ვერ იღებენ შესაბამის განათლებას. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმება“, – განაცხადა დეგნანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები