რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულმა ზარალმა 119 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, – ამის შესახებ, უკრაინის ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დენის კუდინმა განაცხადა, ინფორმაციას კი თავად უკრაინული მედია ავრცელებს.
მინისტრის მოადგილის თქმით, საომარი მოქმედებების გაგრძელებით ზარალის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
„რაც შეეხება მშპ-ს, ჩვენ შევძლებთ ის შევაჯამოთ მხოლოდ მაშინ, როცა ეკონომიკის სამხედრო რეჟიმზე გადასვლიდან პირველი სრული თვე გავა, ანუ აპრილში შევძლებთ შევაჯამოთ მარტის შუალედური შედეგები და შემდეგ დავასახელოთ გარკვეული ციფრები,“ – აღნიშნა კუდინმა. მისივე განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო უკრაინაში საომარი მოქმედებებიდან ზარალს ორი გზით ითვლის. გარდა მშპ-ს ზარალის გამოანგარიშებისა, სამინისტრო ქვეყნის ინფრასტრუქტურის დაზიანებასაც განიხილავს.