LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა უკრაინაში შეჭრის საბაბის გაყალბებისთვის გეგმა შექნა: აშშ-ის დაზვერვის სამსახური

69
A-24-hour-watch-center-at-the-Defense-Intelligence-Agency-DIA-934x558

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის საბაბის გაყალბებისთვის გეგმა შექმნა, რომელიც ინსცენირებული თავდასხმების ამსახველი პროპაგანდისტული ვიდეოების წარმოებას ითვალისწინებს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს.

მათი თქმით, ერთ-ერთი ვარიანტი არის გაყალბებული ვიდეო, სადაც ასახულია აფეთქების გრაფიკულ შედეგები, რომლის სამიზნე რუსები არიან, გვამები, მგლოვიარე ხალხი და უკრაინის ან მოკავშირე ქვეყნების კუთვნილი აღჭურვილობა.

„ვიდეო გამოქვეყნდება იმის ხაზგასასმელად, რომ რუსეთის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება და ასევე სამხედრო ოპერაციების დასაწყებად საფუძვლის გასამყარებლად“, – განაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ეს ვიდეო, გამოქვეყნების შემთხვევაში, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დასაწყებად და გასამართლებლად მიზეზად იქცეს.
საკითხზე კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმაც გააკეთა.

„ამ პროპაგანდისტული ვიდეოს დამზადება არის ერთ-ერთი იმ ვარიანტებიდან, რომლებსაც რუსეთის მთავრობა ამუშავებს, როგორც ყალბ საბაბს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დასაწყებად და პოტენციურად გასამართლებლად“, – განუცხადა პრაისმა ჟურნალისტებს.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჯერჯერობით დაზუსტებით არ არის ცნობილი, რუსეთი ამ ვარიანტს გამოიყენებს თუ სხვას, თუკი ის უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები