LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს: იენს სტოლტენბერგი

199
იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს. მისივე თქმით, აღნიშნული ნაბიჯი ომის დანაშაული იქნება.

აღნიშნულის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემას Welt am Sonntag-ს განუცხადა და განმარტა, რომ კრემლი ცრუ საბაბებს თხზავს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების გასამართლებლად.

„ბოლო დღეებში მოვისმინეთ აბსურდული ბრალდებები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიების შესახებ. ახლა, როდესაც ეს ცრუ პრეტენზიები გაჟღერდა, ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან შესაძლებელია, რომ რუსეთმა თავად დაგეგმოს ქიმიური იარაღის ოპერაციები ამ სიცრუის შეთხზვის ქვეშ. ეს იქნება ომის დანაშაული“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.