LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა შესაძლოა მიმდინარე კვირაში, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარება გამოაცხადოს: ჯონ კირბი

56
Pentagon spokesman John Kirby speaks during a briefing at the Pentagon in Washington, Wednesday, Feb. 23, 2022. (AP Photo/Andrew Harnik)

თეთრი სახლის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს კოორდინატორი სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში ჯონ კირბი აცხადებს, რომ რუსეთმა მიმდინარე კვირაში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიძლება ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარება გამოაცხადოს.

„რუსეთის ხელმძღვანელობამ ჩინოვნიკებს მითითება მისცა, დაიწყონ ფიქტიური რეფერენდუმის ჩასატარებლად მზადება. ფაქტობრივად, ჩვენ შესაძლოა, პირველი ან რამდენიმე რეფერენდუმის შესახებ განცხადება უკვე კვირის ბოლომდე ვიხილოთ“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.

არსებული ინფორმაციით, აშშ მოელის, რომ მოსკოვი „არჩევნების“ შედეგების მანიპულირებით იმის მტკიცებას ეცდება, რომ სამხედროების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიების მოქალაქეებს რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა სურთ.