LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა შესაძლოა ამინდის მონაცემები უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური თავდასხმისთვის გამოიყენოს: უკრაინული მედია

542
11

რუსეთმა შესაძლოა ამინდის მონაცემები უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური თავდასხმისთვის გამოიყენოს.

ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსული სააგენტოები კვლავ იღებენ მეტეოროლოგიურ მონაცემებს დასავლური და სხვა მთავრობებისგან.

მოსკოვმა შესაძლოა, დაიწყოს “ცრუ დროშის” ოპერაცია, რომელიც ქიმიურ იარაღს მოიცავს: სტოლტენბერგი

ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ეს მონაცემები შეიძლება გამოიყენონ უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური თავდასხმის დასაგეგმად, რადგან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამინდის მონაცემები “აბსოლუტურად მნიშვნელოვანია” ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისას.

“ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ადრე გააფრთხილეს, რომ შესაძლოა მოსკოვი ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას გეგმავდეს. თუმცა, ამინდის მონაცემები ზოგიერთი ამ ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან, რუსულ სააგენტოებს ეცნობება.

ეს მოიცავს ქარის, მზის სინათლის, ნალექისა და სხვა ფაქტორების სიჩქარისა და მიმართულების გაზომვას, რომლებიც შეიძლება გადამწყვეტი იყოს ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის გამოყენებით თავდასხმის დაგეგმვის დროს”, – წერს “უნიანი”.

მეტეოროლოგიური თანამგზავრების ექსპლუატაციის მთავრობათაშორისი ევროპული ორგანიზაცია (EUMETSAT), რომელიც გერმანიაში მდებარეობს, აცხადებს, რომ რუსული ორგანიზაციებისთვის მონაცემების მიწოდებას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში სულ მცირე სამმა ორგანიზაციამ ამის შეწყვეტა გადაწყვიტა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები