რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა საპასუხო სანქციები დაუწესა ენერგეტიკულ კომპანიებს, რომელთა საშუალებითაც ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანზიტს ახორციელებდა.
სიაში სულ 31 ორგანიზაცია მოხვდა ევროპის რამდენიმე ქვეყნის, აშშ-სა და სინგაპურიდან. მათ შორის „გაზპრომ“ გერმანია და „ევროპოლ გაზიც“ ფიგურირებენ.
სანქცირებულ კომპანიებთან რუსულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ფინანსური ოპერაციების განხორციელება აეკრძალებათ.