LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა რომ დეფოლტი ნამდვილად განიცადა, კიდევ ერთი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ადასტურებს

107
1_5963973

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა დაადასტურა, რომ რუსეთმა, საგარეო ვალთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, დეფოლტი განიცადა.

„27 ივნისს რუსეთის სუვერენული ვალის მფლობელებს არ მიუღიათ გადახდა ორ ევრობონდზე 30 კალენდარული დღის საშეღავათო პერიოდის ამოწურვისთვის, რაც ჩვენი განმარტებით, დეფოლტის მოვლენად მიგვაჩნია“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ გამოცემა „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1918 წლის შემდეგ პირველად რუსეთმა დეფოლტი განიცადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები