რუსეთმა ლვოვის ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანა.
ინფორმაციას „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე რეგიონის გუბერნატორი მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს.
„მტრის ოთხი რაკეტა ლვოვის რეგიონის ერთ-ერთ სამხედრო ობიექტს მოხვდა, რომელიც მთლიანად განადგურებულია. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. არავის დასჭირდა სამედიცინო დახმარება“, – წერს კოზიცკი.