რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინელმა სამხედროებმა კიევში ირანული წარმოების ცხრა ერთეული „შაჰედის“ უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
“მტერი დედაქალაქს Shahed-ის საბრძოლო მასალით უტევს. მუშაობს საჰაერო თავდაცვა. ამ დროისთვის კიევის საჰაერო სივრცეში უკვე ჩამოგდებულია მტრის 9 უპილოტო საფრენი აპარატი”, – აცხადებენ კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში.
უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში ნიკოლაევის რეგიონშიც განახორციელა.