LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა “ფოსფორის ბომბები” შესაძლოა, მარიუპოლშიც გამოიყენოს – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სადაზვერვო ცნობებს ავრცელებს

112
BeFunky-collage (3)

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა უკრაინაში ომის მიმდინარეობის მორიგი ანალიზი, რომელიც სამხედრო დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსი სამხედროების მიერ დონეცკის ოლქში ფოსფორიანი საბრძოლო მასალების გამოყენება ზრდის იმის ალბათობას, რომ ამას გააკეთებენ მარიუპოლშიც.

ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად:

  • რუსეთი დაბომბვას აგრძელებს დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონებში, უკრაინული ძალებმა კი მათი რამდენიმე თავდასხმა მოიგერიეს, რის შედეგადაც გაანადგურეს რუსული ტანკები, მანქანები და საარტილერიო ტექნიკა
  • რუსეთის მუდმივი დამოკიდებულება უმართავ ბომბებზე ამცირებს მათ უნარს, რომ დამიზნებისა და დაბომბვისას სამიზნეების განსხვავება შეძლონ, რაც სამოქალაქო მოსახლეობის შემდგომი მსხვერპლის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.