ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 000-ზე მეტი ტანკი და 350-ზე მეტი საარტილერიო იარაღი დაკარგეს.
ინფორმაციას Ukrinform ავრცელებს
პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, რუსული დანაკარგი ასევე შეადგენს დაახლოებით სამ ათეულ გამანადგურებელ ბომბდამშენსა და 50-ზე მეტ ვერტმფრენს.
მიუხედავად რუსული ძალების დანაკარგებისა, აშშ-ში თვლიან, რომ რუსებს ჯერ კიდევ დარჩა შესაძლებლობების დიდი ნაწილი.
“მათ [რუსებმა] ამ ბრძოლაში დიდი ინვესტიცია ჩადეს ტექნიკით და პერსონალით, უკრაინელებმა ზარალი განიცადეს, რუსებმა კი დანაკარგები”, – თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.