LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა ომს არ დაასრულებს: ოლენა ზელენსკა

47
KYIV, UKRAINE - NOVEMBER 25, 2021 - First Lady Olena Zelenska delivers a speech during the presentation of The Thing Is 2.0  social campaign in Sportyvna Square as part of the 16 Days of Activism against Gender-Based Violence annual international campaign, Kyiv, capital of Ukraine. (Photo credit should read Pavlo_Bagmut/ Ukrinform/Barcroft Media via Getty Images)

რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა იქნება თავისუფლების დათმობა და ეს პუტინის შეჭრას არ დაასრულებს, – ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

“მაშინაც კი, თუ ჩვენ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს, აგრესორი ამაზე არ გაჩერდება, ის გააგრძელებს ზეწოლას, ის გააგრძელებს უფრო და უფრო მეტი თავდასხმების განხორციელებას ჩვენს ტერიტორიებზე”, – დასძინა ზელენსკამ.

უკრაინაში ომის 99-ე დღეა. საოკუპაციო ძალები დონბასზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ.

მძიმეა ვითარება ლუგანსკის ოლქში მდებარე ქალაქ სევეროდონეცკში, რომლის 80 პროცენტზე მეტს ოკუპანტები აკონტროლებრენ, თუმცა როგორც ოლქის გუბერნატორი სერგეი გაიდაი იტყობინება, უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს და რამდენიმე ოკუპანტი ტყვედ აიყვანეს.

ხერსონში უკრაინულმა შენაერთებმა 20-მდე დასახლებული რაიონის გათავისუფლება შეძლეს.

ამავე თემაზე:

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში, სულ მცირე 243 ბავშვი დაიღუპა – საზარელ სტატისტიკაზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ღამის ტრადიციული ვიდეომიმართვისას ისაუბრა.