პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთისგან მიღებული პასუხი საუბრისთვის სივრცეს ტოვებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“მინდა აღვნიშნო იმ პასუხის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციისგან მივიღეთ, რა თქმა უნდა ბევრი რამ შეიძლება მისაღები არ იყოს ამ პასუხში, ერთი რამ არის აუცილებლად სათქმელი, რომ ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის. და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი სივრცე შეიქმნას, არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი, და ამ ფორმატში გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც თუნდაც მცირე პროგრესს მოგვიტანს. ეს მცირედი პროგრესი არის საქართველოში სტაბილურობის წყარო, და ამ არეულ მსოფლიოში ჩვენს ქვეყანას თუ რამე სჭირდება დღეს, ეს არის სტაბილური ცხოვრების საშუალება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა, აბსოლუტურად ჯანსაღად აფასებს იმას , რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში”, – აღნიშნა პრემიერმა.