LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის წილი, როგორც ტურიზმში, ასევე ექსპორტში შემცირებულია – ფინანსთა მინისტრი

49
ლაშა ხუციშვილი1

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა, როგორც გლობალურ და რეგიონულ დონეზე, ისე საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

“მიმდინარე წელს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთის წილი, როგორც ტურიზმში, ასევე ექსპორტში შემცირებულია”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

"მთავარ გამოწვევად რჩება ინფლაცია, რაც ჯერ პანდემიის, შემდეგ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებული მოვლენების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა" - ლაშა ხუციშვილი

"მთავარ გამოწვევად რჩება ინფლაცია, რაც ბოლო წლებში ჯერ პანდემიის, ხოლო შემდეგ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებული მოვლენების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა".

„ომის არაპირდაპირი ეფექტები, როგორიცაა: რეგიონში საინვესტიციო კლიმატის გაუარესება, ლოგისტიკური პრობლემები და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა, გაცილებით მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ისეთი პირდაპირი ეფექტები, როგორიცაა: ექსპორტი, მიგრაცია, ფულადი გადმორიცხვები და ასე შემდეგ. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც პოსტპანდემიური აღდგენა, განსაკუთრებით – ტურისტულ ქვეყნებში, თუ ეს ქვეყანა რუსეთის სამეზობლოშია, ხშირად მიგრაციულ ტალღებსა და ომთან დაკავშირებულ სხვა მოვლენებს მიეწერება.

ბუნებრივია, მიგრაციული ტალღების ეფექტი ეკონომიკაზე დადებითია, განსაკუთრებით – თუ საქმე ეხება შედარებით მაღალშემოსავლიანი ადამიანების მიგრაციას, თუმცა მხოლოდ ამ პირდაპირი ეფექტების ანალიზიც კი აჩვენებს, რომ ომთან დაკავშირებული მიგრაციის, ტურიზმისა და ექსპორტის ჯამური ეფექტი – უარყოფითია, რომ აღარაფერი ვთქვათ ინფლაციასა და საინვესტიციო კლიმატზე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები