LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ვიცე-პრემიერი: რუსეთი აფართოებს იმპორტს „მეგობრული ქვეყნებიდან“, პანიკა არ არის საჭირო

184
3_33

რუსეთი აფართოებს იმპორტს „მეგობრული ქვეყნებიდან“ რძის პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულის, ხორცისა და ცხოველის საკვების მარაგების გარანტირებისთვის, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე რუსეთის ვიცე-პრემიერმა ვიქტორია აბრამჩენკომ განაცხადა, ინფორმაციას კი “ინტერფაქსი” ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, რუსეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ძირითადი მოხმარების საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პანიკა არ არის საჭირო.

„ჩვენ სრულად ვფარავთ ჩვენს საჭიროებებს შაქარსა და წიწიბურაზე“, – აღნიშნა აბრამჩენკომ და იქვე დასძინა, რომ ჯერჯერობით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ აძლევს საფუძველს ჰქონდეს, საკვების დეფიციტის მოლოდინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები