პირველი სექტემბრიდან რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს ტაქსების კომპანია Yandex-ის მომხმარებლების პირად ინფორმაციაზე წვდომა ექნება. მედიის ცნობით, შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ხელი უკვე მოაწერა.
რუსეთის გარდა, Yandex 20-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. მათ შორის არის ისრაელი, ნორვეგია, ფინეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, სომხეთი, საქართველო და სხვა.
Yandex-ის ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებით, მონაცემთა ბაზა რუსეთშია. შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც Yandex ფლობს, მათ შორის რუსეთის გარეთ, საბოლოოდ რუსეთში იგზავნება.