LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტში, საქართველოში შემოსვლაზე უარი უფრო მეტ უკრაინელს ეთქვა, ვიდრე ბელარუსს – IDFI

322
263479017_0_120_1280_840_1920x0_80_0_0_5b8a68805cf332a3fa0eff1d4ec80249

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშის თანახმად, 2022 წლის მარტის თვეში საქართველოში შემოვიდა 16,669 უკრაინის მოქალაქე, 43,152 რუსეთის მოქალაქე და ბელარუსის 19,898 მოქალაქე.

ორგანიზაციის ცნობითვე, 2022 წლის მარტში საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) უკრაინის 8,151 მოქალაქე, რუსეთის 17,201 მოქალაქე,  ხოლო ბელარუსის 14,030 მოქალაქე. (2022 წლის მარტში საქართველოში ჯამში დარჩა 31,231 რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე).

„2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში დარჩენილი (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) უკრაინის მოქალაქეების რიცხვი 8,657-ით, რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 14,593-ით, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების 14,047-ით გაიზარდა.

2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში დარჩენილი (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 559 %-ით არის გაზრდილი.

2022 წლის მარტში 2019 წლის მარტის თვესთან შედარებით, ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვნებელი 555%-ით გაიზარდა;

2022 წლის მარტში საქართველოში შემოსული სრულწლოვანი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების 60%, ხოლო უკრაინის მოქალაქეების მხოლოდ 35% არის მამრობითი სქესის.

საქართველოში შემოსული მამრობითი სქესის  მოქალაქეებს, შორის რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ 10%-ია 18 წლამდე ასაკის, ხოლო უკრაინის მამრობითი სქესის მოქალაქეებს შორის 39% არის არასრულწლოვანი.

2022 წლის მარტში საქართველოში რუსეთის ყველაზე მეტი მოქალაქე შემოვიდა თბილისის აეროპორტიდან (34%), უკრაინის მოქალაქეების ყველა დიდი წილი სარფის (28%) სასაზღვრო პუნქტიდან, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების ყველაზე დიდი წილი თბილისის აეროპორტიდან (53%).

2022 წლის მარტში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის 340 მოქალაქეს, უკრაინის 65 მოქალაქეს, ხოლო ბელარუსის მხოლოდ 16 მოქალაქეს.

2022 წლის მარტში ქვეყანაში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების  0,75%-ს ეთქვა უარი საზღვრის კვეთაზე, უკრაინის მოქალაქეების 0,38%-ს, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ 0,08%-ს.

2022 წლის მარტში როგორც რაოდენობრივად, ასევე პროცენტულად ქვეყანაში შემოსვლაზე  უფრო მეტი უარი ეთქვა უკრაინის მოქალაქეებს, ვიდრე ბელარუსის მოქალაქეებს. 2022 წლის მარტში უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის ყველაზე მეტი  (59) შემთხვევა სადახლოს  სასაზღვრო პუნქტზე დაფიქსირდა“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები