LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგი: ნავთობის ფასმა ბოლო 7 წლის მაქსიმუმს გადააჭარბა

77
27655129-2018497524845062-9015583982768971921-n-1518167287

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგები: ნავთობის ფასმა უკანასკნელი 7 წლის მაქსიმუმს გადააჭარბა. არსებული მდგომარეობით, ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 101 აშშ დოლარს შეადგენს. ნავთობის ფასის ზრდა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შესახებ გამოაცხადა. ამასთან, ოქროს ფასმა 2021 წლის დასაწყისიდან ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის სახელმწიფოები აპირებენ გააძლიერონ სანქციები რუსული აგრესიის საპასუხოდ. აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ რუსეთს დაუწესებს სანქციების ახალ პაკეტს. რუსეთს სანქციებს იაპონიაც დაუწესებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მოსკოვის ქმედებები უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის ხელყოფაა. იაპონია აკრძალავს რუსეთის მიერ გამოშვებული ბონდების ყიდვას, გაყინავს კონკრეტული პირების აქტივებს და აუკრძალავს მათ იაპონიაში მოგზაურობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები