რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო, აშშ კიევში მდებარე საელჩოდან ევაკუაციის პროცესის დაწყებას გეგმავს. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შესაძლოა ოფიციალური პირების მცირე რაოდენობა დარჩეს კიევში, მაგრამ საელჩოში მყოფი თითქმის 200 ამერიკელიდან აბსოლუტური უმრავლესობა გაიგზავნება ან გადაინაცვლებს უკრაინის შორეულ დასავლეთში, პოლონეთის საზღვართან, რათა შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ქვეყანაში.