LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საპატრიარქო საქართველოში საკუთარ წარმომადგენელს აგზავნის

97

რუსეთის საპატრიარქო საქართველოში რუსულენოვანი მორწმუნეებისთვის თავის წარმომადგენელს აგზავნის. ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, საქართველოში სასულიერო პირის გამოგზავნის საკითხი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან არის შეთანხმებული. ეს თემა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილეს, რომელიც 14 მაისს ჩატარდა.

რუსეთის საპატრიარქოს განცხადების თანახმად, წმინდა სინოდის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ თბილისში რუსულენოვანი მრევლისთვის მსახურებისთვის დეკანოზ ვლადიმერ ალექსანდროვს გაგზავნიან. ამასთან, დეკანოზს დაევალება, აუცილებელ შემთხვევაში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია წარმოადგინოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები