რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო “რუსთავი 2”-ის ეთერში წამყვან გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის გინებას რადიკალური ძალების ღია პროვოკაციად აფასებს.
რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნულს რუსოფობიას უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამგვარად ძირი ეთხრება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს.
“ამჟამინდელი აღმაშფოთებელი ინციდენტი ნათელი მაგალითია, თუ სად მიდის რუსოფობია”, — ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ 20 ივნისისგან განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებამ არ დაიწყო “რადიკალების გამართლება” და “საკუთარ თავში ძალა იპოვა გაემიჯნოს პროვოკაციას და დაგმოს მათი ქმედება”.
გაბუნიას გამოსვლა უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაციაა.
საფლავების შეურაცხყოფა არის ვერბალური ვანდალიზმი: ქართული ოცნება გაბუნიას მონოლოგზე
გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება იმ “სამართლიან პროტესტს”, რომელიც “რუსთავი 2”-ის შემთხვევამ გამოიწვია.
“ველით ადეკვატურ რეაქციებს პროფილური საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური საზოგადოებების მხრიდან. მსგავს გამოვლინებებს ცივილურ ქვეყნებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს”, – აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყება.