LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მოქალაქეებს, შესაძლოა, ევროკავშირში მოგზაურობა აუკრძალონ

299
d66a9b8-ftva-suwqa8rnu0

რუსეთის მოქალაქეებს, შესაძლოა, ევროკავშირში მოგზაურობა აუკრძალონ. ლატვია ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების აკრძალვის წინადადებით გამოდის. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

მან დაგმო რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოლენივკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების სასტიკი მკვლელობა.

„ევროკავშირმა რუსეთის სახელმწიფო ტერორიზმის დამფინანსებლად უნდა განიხილოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ წინადადებას, რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტურისტული ვიზის აკრძალვის დაწესების შესახებ“, – დაწერა რინკევიჩმა “ტვიტერზე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები