LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთის მომხრეობა უდრის სატანისტობას. როგორ წერია წმინდა წიგნში? ანტიქრისტე გამოაცხადებს თავს მხსნელადო“?- ნათია ფანჯიკიძე

213
ფორტუნა - 2023-07-23T133032.572

23 ივლისს გამთენიისას რუსეთის არმიამ ოდესას შეუტია. დაბომბვაში მოჰყვა ოდესის ფერიცვალების ტაძარი, რომელიც ქალაქში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა. მომხდართან დაკავშირებით ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

რუსეთმა ოდესა დაბომბა, არის მსხვერპლი – დაზიანდა ფერისცვალების ტაძარი

„რუსეთის მომხრეობა უდრის სატანისტობას. როგორ წერია წმინდა წიგნში? ანტიქრისტე გამოაცხადებს თავს მხსნელადო? ვინ გამოაცხადა თავი მსოფლიოს გარყვნილებისგან მხსნელად? მართალი ხარ მრევლო – კირილმა და პუტინმა.“- წერს ნათია ფანჯიკიძე.

ცნობისთვის, ოდესის ფერიცვალების ტაძარი ქალაქში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა. იგი აშენდა 1794 წელს, ქალაქის დაარსებისთანავე. 1936 წელს ააფეთქეს ბოლშევიკებმა. ტაძარში მდებარეობს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის საფლავი.