LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არ უნდა გაასამართლოს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ: თაკო ჩარკვიანი აქციაზე

82
BeFunky-collage (2)

„სახალხო მოძრაობა” თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციას “გამაფრთხილებელი ხასიათის” აქციას მართავს.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, არსებულმა კორუფციამ ნანგრევებში მოიყოლა ქვეყანა და მომავალი თაობა.

“უდიდესი გლოვაა ქვეყანაში და რამდენჯერმე მოვისმინე, რომ მდუმარების დრო არის და მე მინდა ვთქვა, რომ ახლა სწორედ მდუმარების დრო არ არის. გაჭირვების დროს ქართველი ზარს ამბობდა. გარდაცვლილებს მე ვფიქრობ, რომ პატივი უნდა მოვაგოთ იმიტომ, რომ ბმა არის კორუფციასთან. აღვირახსნილმა კორუფციამ ნანგრევებში მოიყოლა ჩვენი ქვეყანა და მომავალი თაობა და დღეს ამ კორუფციის და უკანონოდ გაციებული საბუთების გამო არის, რომ ჩვენს შვილებს ნანგრევების ქვეშ ვეძებთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, საქართველოს საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას კორუმიპირებულ და შერჩევით მართლმსაჯულებას.

„რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არამც და არამც არ უნდა გაასამართლოს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ. ეს გადაბმულია. მოდით გავაკეთოთ რეფორმები, მიწისაგან პირისა უნდა აღვგავოთ კორუფცია და შესაბამისად, ნორმალურმა მართლმსაჯულებამ უნდა განიხილოს ყველას საქმე ამ ქვეყნად. არა შერჩევით სამართალს და არა კორუფციას, რომელმაც ჩამოშალა ჩვენი სახელმწიფო – აი ამისთვის შევიკრიბეთ რუსთაველის გამზირზე”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები