LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა განადგურებულ „აზოვსტალის“ ქარხანაში დემონების განდევნის რიტუალი ჩაატარა

47
ეგზორციზმი აზოვსტალში

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა განადგურებულ „აზოვსტალის“ ქარხანაში ეგზორციზმის რიტუალი ჩაატარა.

ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო საკუთარ Telegram არხზე იტყობინება.

„მოსკოვის ეკლესიის რადიკალმა მორწმუნეებმა, რომლებიც რუსეთის ეკლესიის ერთიან ნათელში „უკრაინელი ანტიქრისტეების“ დასაბრუნებლად არიან მომწყდარი, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე „აზოვისა“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების დემონების განსადევნად ეგზორციზმის რიტუალი ჩაატარეს.

ამ სანახაობას „აზოვსტალის“ გარშემო წმინდა მსვლელობა ეწოდა, ეს ყველაფერი მთელი სერიოზულობით და საოკუპაციო ხელისუფლების სრული მხარდაჭერით გაკეთდა, ძნელია რაიმე უფრო სახალისო მოიფიქრო… ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ქვეყანა, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით, გამაოგნებელი ტემპებით უბრუნდება გამოქვაბულის ხანას და ამ ქვეყნის სახელია რუსეთი.“– წერს ანდრიუშჩენკო.

მოგვიანებით ანდრიუშჩენკომ ასევე დაწერა, რომ მრევლმა რიტუალის ჩატარება მთელ ქალაქში განაგრძო.

„ობუსკურანტიზმი არ შეჩერებულა მხოლოდ „აზოვსტალზე“, ანაფორაში ჩაცმული დემონები აგრძელებდნენ წარმოსახვითი ანტიქრისტეს დევნას მთელ ქალაქში.“– წერს მარიუპოლის მერის მრჩეველი.