LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის განცხადებით, შესაძლოა, იძულებული გახდეს ევროპაში ბირთვული რაკეტები განათავსოს

80
ბირთვული იარაღი

რუსეთის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) გეგმებისა და იმის გათვალისწინებით, რასაც ხედავს, შესაძლოა, „იძულებული გახდეს“ ევროპაში შუალედური დიაპაზონის ბირთვული რაკეტები განათავსოს. აღნიშნულის შესახებ Reuters წერს და აღნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის ამ გაფრთხილებამ კონტინენტზე ახალი შეიარაღების დაგროვების რისკი გააჩინა.

გამოცემის თანახმად, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთისგან გარანტიებს ითხოვს, ხოლო შეერთებული შტატები და მოკავშირეები მას აფრთხილებენ, უკრაინაში შეჭრის მცდელობისგან თავი შეიკავოს, რიაბკოვი ბოლო დღეებში გამოჩნდა, როგორც მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი გამხმოვანებელი.

NATO აცხადებს, რომ ევროპაში ახალი ამერიკული რაკეტები არ განლაგდება და ის მზადაა შეაკავოს ახალი რუსული რაკეტები „გაზომილი“ პასუხით, რომელიც მხოლოდ ჩვეულებრივ იარაღს მოიცავს. მაგრამ რიაბკოვი ამბობს, რომ რუსეთს აქვს ნდობის სრული ნაკლებობა ალიანსის მიმართ.

შუალედური დიაპაზონის ბირთვული იარაღი — 500-დან 5 500 კმ-მდე (310-დან 3 400 მილამდე) — აკრძალული იყო ევროპაში 1987 წელს საბჭოთა კავშირის მაშინდელ ლიდერ მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ს პრეზიდენტ რონალდ რეიგანს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რაც მაშინ მოიწონეს კიდევაც.

ვაშინგტონი პაქტიდან 2019 წელს გამოვიდა მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში უჩიოდა სავარაუდო დარღვევებს, რუსეთის მიერ სახმელეთო საკრუიზო რაკეტის შემუშავების ირგვლივ, რომელსაც მოსკოვი უწოდებს 9M729-ს და NATO მოიხსენიებს, როგორც Screwdriver.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა თქვა, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისკენ პროგრესის არარსებობა რუსეთს სამხედრო ტექნოლოგიით პასუხის გაცემისკენ უბიძგებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: ნატო-ს გაფართოება არ შეიძლება სხვა ქვეყნების უსაფრთხოების საზიანოდ მოხდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები