“არ გაგიკვირდებათ, რომ არცერთი ჩვენგანი არ გეგმავს ტურისტულ მოგზაურობებს რუსეთში, არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს საბანკო ანგარიშები, რომლებზეც წვდომა არ შეგვეძლება. ასე რომ, ჩვენ წინ წავალთ”,- ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ, რუსეთის მიერ, აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესებულ ბოლო სანქციებზე საუბრისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ რომ რუსეთის განცხადებაში, სანქციების შესახებ, გამოტოვებული იყო, რომ ,,პრეზიდენტი ბაიდენი არის უმცროსი და სანქციები მათ შესაძლოა დაუწესეს მამამისს, მშვიდად განისვენოს”.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის გამო მისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ პერსონალური სანქციები დაუწესა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელ მარკ მილის, თეთრი სახლის პრესმდივანს და აშშ-ის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს. შავი სიის სათავეში მოექცა ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.