„რუსეთის ფოსტამ“, შესაძლოა, საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირი საჰაერო გადაზიდვები დაიწყოს. „რია ნოვოსტის“ მიერ პრესსამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, უწყება საკითხს განიხილავს.
„რამდენიმე ავიაკომპანიიდან, სტაბილური ფრენების გამოჩენის შემდეგ, ჩვენ ოპერატიულად განვიხილავთ ფოსტის (საქართველოში) პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუსეთიდან საქართველოში ავიაგზავნილები მესამე ქვეყნების გავლით მიდის.
Georgia Airways რუსეთის მიმართულებით ფრენებს 20 მაისიდან გეგმავს
რა ღირს ბილეთი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისებზე – „აზიმუტი“ კვირაში შვიდი სიხშირით იფრენს
ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო
საქართველო-რუსეთს შორის ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს