LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის დუმის თავმჯდომარე: საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო რუსული დელეგაციის დაცვა

778
yuyuyu1

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე საქართველოს ხელისუფლების ქმედებას აკრიტიკებს. ვიაჩესლავ ვოლოდინი ამბობს, რომ ხელისუფლებამ რუს დეპუტატებსა და მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე თავდასხმა დაუშვა.

„საქართველო, როგორც ორგანიზატორი ქვეყანა პასუხისმგებელია, როგორც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმის ჩატარებაზე, ასევე მისი მონაწილეების უსაფრთხოებაზე. ეს პირობები უბრალოდ იგნორებული იყო – მათ ვერ შეძლეს, ვერც ღონისძიების ჩატარებისა და ვერც რუსული დელეგაციის თავდასხმისა და მუქარისგან დაცვის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ასამბლეის ჩატარების ადგილი და მისი ორგანიზების დეტალები ქართული მხარის მიერ წინასწარ იყო შეთანხმებული.მისივე თქმით, „რადიკალური ძალების“ აქცია მიმართული იყო არა მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლებისკენ, არამედ ასამბლეაში მონაწილე 25 ქვეყნის წარმომადგენლის წინააღმდეგ.

თბილისში პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაზე გამოჩენას აპროტესტებდნენ. საქართველოს მთავრობამ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის გადაწვეტილება მიიღო.

ამ დროისთვის, პარლამენტის შენობის წინ, ცენტრალურ კიბესთან, რომელიც ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, მხოლოდ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. რუსთაველზე ასევე დასუფთავების სამსახური მუშაობს.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

ისევ მიმდინარეობს დაკავების ოპერაცია

ამ ეტაპზე ისევ მიმდინარეობს დაკავების ოპერაცია აქციის იმ მონაწილეების, რომლებმაც კოსტავას ქუჩაზე პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დაამტვრიეს.

რუსთველზე აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელებიც. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.

ექიმი: აქციაზე დაშავებულებიდან რამდენიმემ შეიძლება თვალი დაკარგოს

20 პაციენტიდან ექვსს თვალის დაზიანებები აქვს მიღებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები