რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ე.წ. პირველი ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.
სოხუმის აეროპორტში მას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. ლიდერი ლაშა აშუბა დახვდა.
სოხუმში „შეთანხმებას აფხაზეთის „სახალხო კრებასა“ და რუსეთის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას შორის თანამშრომლობის შესახებ“ მოაწერეს ხელი.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ასევე შეხვდა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას.