LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის დაფინანსებით ოკუპირებულ სოფელში სახლებს ანგრევენ

117

ოკუპირებულ სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევა მიმდინარეობს, რაც მიზნად ისახავს ქართული მოსახლეობის კვალის ამოშლას საქართველოს ამ ძირძველი ტერიტორიიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში წერია, ეს არის 2008 წელს განხორციელებული ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელება და ქმედება მიმართული ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისაკენ.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა ეთნიკური წმენდა, საოკუპაციო ძალა ახორციელებს მორიგ ვანდალურ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ. ეს არის დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ უმკაცრესი შეფასება უნდა მისცეს”, -აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.