LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა აფრინში არსებული ვითარება განიხილეს

77

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სატელეფონო საუბრისას სირიაში, კერძოდ აფრინში, არსებული ვითარება განიხილეს. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მათ განიხილეს ვითარება სირიაში, მათ შორის ქვეყნის ჩრდილოდასავლეთ რაიონში, აფრინში თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციის მსვლელობასთან დაკავშირებით. ორივე მხარის მიერ ხაზი გაესვა კრიზისის გადასაჭრელად აქტიური ერთობლივი მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სუვერენიტეტის დაცვის პრინციპებს, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ორი პრეზიდენტი საუბრისას „სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესის“ მოსამზადებელი სამუშაოს საკითხებსაც შეეხო, რომელიც 29-30 იანვარს სოჭში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები