LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ბაზრიდან H&M-იც გადის: „შეუძლებლად მიგვაჩნია, რუსეთში ჩვენი ბიზნესი გავაგრძელოთ“

92
download

რუსეთის ბაზრიდან H&M-იც გადის. მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი რიტეილ კომპანია ამ თემაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ ბიზნესის დახურვის გადაწყვეტილება მიმდინარე საოპერაციო პრობლემებს და გაურკვეველ მდგომარეობას უკავშირდება.

„დეტალური განხილვის შედეგად შეუძლებლად მიგვაჩნია, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რუსეთში ჩვენი ბიზნესი გავაგრძელოთ. ჩვენ ღრმად ვწუხვართ იმ ზეგავლენის გამო, რომელსაც ჩვენი გადაწყვეტილება ჩვენს კოლეგებზე მოახდენს“, – აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჰელენა ჰემერსონი.

რუსეთიდან გასვლით მიღებულ ზარალს H&M-ში 192 მლნ დოლარად აფასებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები