LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ბატონ-ყმური დამოკიდებულება არ შეიცვლება – ალექსი პეტრიაშვილი რუსეთის მუქარაზე

153
putin 1

ევროსაბჭოში დაბრუნებული რუსეთის დელეგაცია, საქართველოსა და მისი მეგობარი ქვეყნების პროტესტი და ოკუპანტის მუქარა – დიდი პრობლემებია მოსალოდნელი ისე, როგორც ეს მოხდა საქართველოს შემთხვევაში – შემოგვითვალა დუმის თავმჯდომარემ.

რატომ შეიცვალა მსოფლიო ლიდერების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, როგორია ოკუპანტის რეალური სახე, როდის საუბრობს ის ღიად თავის იმპერიულ მიზნებზე და რა გზა რჩება საქართველოს, ამ საკითხზე „ფორტუნას“ „დღის თემაში“ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა ისაუბრა. 

"დიდი პრობლემებია მოსალოდნელი" - რუსეთი საქართველოზე გაბრაზებულია და ზურაბიშვილისგან ბოდიშს ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტმა ეს სიტყვები უნდა უარყოს და ბოდიში მოიხადოს

 

„რუსეთის დელეგაციის ევროსაბჭოში დაბრუნება, გარკვეულწილად, საწევროების გადასახდასაც უკავშირდება. თუმცა მხოლოდ ეს არაა, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.

კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ რუსეთისთვის მიყენებული სანქციები და სასჯელის ვადა ამოიწურა.

რუსეთი თავის ნამდვილ სახეს მაშინ აჩვენებს, როცა მეორე მხრიდან რაღაც დათმობას, კონსტრუქციას ხედავს.

ის გააღიზიანა პროტესტმა, რომელიც გამოხატეს ქვეყნებმა და მათ შორის საქართველომ“, – აცხადებს პეტრიაშვილმა.

 

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი განმარტავს, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ რუსეთის რეალური სახე: 

"რუსეთის დაბრუნება საპარლამენტო ასამბლეის სირცხვილია"-პროტესტი ევროსაბჭოში

აქტივისტებმა ევროსაბჭოში რუსი დეპუტატის გამოსვლისას საქართველოს და უკრაინის დროშები გამოფინეს

„ისინი, როგორც კი მოყოჩაღდებიან, გაინავარდებენ ევროსაბჭოს შენობაში, მაშინვე უჩნდებათ თავისი იმპერიული დამოკიდებულება მეზობლების მიმართ, რომელთა ტერიტორიები დაპყრობილი აქვთ. ამიტომ აყენებენ ღიად მოთხოვნებს, რომ ამა თუ იმ გამოთქმაზე ბოდიში მოიხადონ, იქნება ეს პრეზიდენტი, ჟურნალისტი თუ რიგითი მოქალაქე“.

მისი თქმით, რუსეთის დუმის თავმჯდომარის განცხადება პირდაპირი მუქარაა.

ალექსი პტრიაშვილი: „რეალურად უნდა შევხედოთ, რომ ვერ მოხდება მათი გარდაქმნა, გარდასახვა, მათი უკეთესობისკენ და დემოკრატიისკენ სახეცვლილება. მუქარის ენით, ბატონ-ყმური დამოიდებულებით არ აეწყობა ჩვენი ურთიერთობები.

საქართველო ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის დაბრუნებას აპროტესტებს 

ეს რიტორიკის ნაწილია. ცოტა ხნის წინ ჩვენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებაც მოვისმინეთ, რომ არ არსებობს არავითარი ოკუპაცია, არამედ არის კონფლიქტი.

ზოგადად, მივესალმები დიალოგს, მაგრამ ამ რუსეთთან, მით უმეტეს ორმხრივი დიალოგი პარტნიორების გარეშე, არასდროს სარგებელს არ მოგვიტანს“.

შეგახსენებთ, რუსეთის პოლიტიკური ელიტა საქართველოზე მას შემდეგ გაბრაზდა, რაც ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის დაბრუნება გავაპროტესტეთ. რუსეთის დუმის თავმჯდომარეს არც სალომე ზურაბიშვილის გაეროში გამოსვლა მოეწონა და მისგან ბოდიშიც კი მოითხოვა.