LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთის ბარბაროსულ ომს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებენ“ – ანტიკორუფციულმა მოძრაობამ პარლამენტის წინ აქცია – პერფორმანსი გამართა

43
ტყკ6ყუ
ფოტო მთავარ სლაიდზე: IPN

 

ანტიკორუფციული მოძრაობა სახელმწიფო უწყებებს რუსული სანქცირებული პროდუქციის შესყიდვაში ადანაშაულებს. საკითხის შესახებ მათ საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია პერფორმანსი გამართეს. კერძოდ, პარლამენტის წინ განათავსეს ბანერები, სადაც, მათი განმარტებით, სანქცირებული პროდუქციის შემსყიდველი საჯარო დაწესებულებებია ასახული.

როგორც მოძრაობის ხელმძღვანელი ნიკა ფარულავა განმარტავს, მათ შეისწავლეს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერები და ხელშეკრულებები ძირითადად დადებულია ქართულ კომპანიებთან, თუმცა, სახელმწიფო უწყებები ამ კომპანიებისგან სანქცირებული “როსტნეფტის” და “გაზპრომის” პროდუქტს ყიდულობენ.

„რუსეთის ბარბაროსულ ომს აფინანსებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამას აკეთებენ საჯარო დაწესებულებები, შესაბამისად, მივმართავთ პარლამენტს, ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს, უფლებამოსილების ფარგლებში დაიბარონ კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელები და მოსთხოვონ პასუხები, რატომ გააფორმეს ხელშეკრულებები, რომლითაც ყიდულობენ რუსეთისგან პროდუქციას.

ეს შეეხება თავდაცვის სამინისტროს, შეეხება ჩვენ ეროვნულ უსაფრთხოებას, რადგან მთავარი საფრთხე არის ოკუპანტი რუსეთი და ამ დროს თავდაცვის სამინისტრო, მის დაქვემდებარებაში მყოფი “დელტა” ყიდულობს გაზპრომისგან პროდუქციას, ეს არის კატასტროფა და პარლამენტისგან რეაგირებას მოვითხოვთ, იმის მიუხედავად, რომ არ მიგვაჩნია ის ლეგიტიმურ პარლამენტად, მაგრამ მისი მუშაობისთვის თანხას ვხარჯავთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამიტომ მათ რეაგირება უნდა მოახდინონ, როცა მათ შორის, ბიუჯეტიდან იხარჯება თანხები იმისთვის, რომ დავაფინანსოთ პუტინის ბარბაროსული ომი,”- განაცხადა ფარულავამ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტს უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირებისკენ მოუწოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები