LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის 20-მდე ფინანსურ სუბიექტს, მათ შორის ცენტრალურ ბანკს ახალი სანქციები დაუწესდა

78
say-no-to-putin

ახალმა ზელანდიამ რუსეთის 20-მდე ფინანსურ სუბიექტს ახალი სანქციები დაუწესა, მათ შორის ქვეყნის ცენტრალურ ბანკს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნანაია მაჰუტა ავრცელებს.

„სანქციები შექმნილია იმგვარად, რომ ჰქონდეს მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი. ახალი სანქციების ამ რაუნდით ახალი ზელანდია უერთდება მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნებს, რომლებმაც მძიმე სადამსჯელო ზომები მიიღეს პრეზიდენტ პუტინისა და იმ სისტემების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში მის არალეგალურ შეჭრას აფინანსებენ“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უფრო კონკრეტულად, ახალი ზელანდიის სანქციები დაუწესდა 18 ფინანსურ ორგანიზაციას, რომლებიც არსებული ინფორმაციით, აფინანსებენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები