LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა

115
net.jpeg

რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა, იტალიიდან, ისრაელიდან და აშშ-დან კი გაიზარდა. საქმე ისაა, რომ ეროვნულმა ბანკმა დღეს ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მარტში საქართველოში 193.1 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 2.6%-ით მეტია. რაც შეეხება შედარებას წინა თვესთან, ანუ თებერვალთან, გადმორიცხული თანხა თითქმის 10 მლნ დოლარით მეტია თებერვალთან შედარებით, როდესაც გადმორიცხვები 183,4 მლნ დოლარი იყო.

ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა გადმოირიცხა, შემდეგია:

იტალია – $36 მილიონი, მატება წინა წელთან 18%

რუსეთის ფედერაცია – $27 მილიონი, კლება წინა წელთან -16%

აშშ – $26 მილიონი, მატება წინა წელთან 6%

საბერძნეთი – $19 მილიონი, კლება წინა წელთან -8%

ისრაელი – $17 მილიონი, მატება წინა წელთან 9%

2022 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.0 მლნ აშშ დოლარი (77.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის მარტის (24.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.6%-ით ნაკლებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები