Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
რუსეთი ვალდებულია, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომები მიიღოს: პესკოვი საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლებაზე  – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ვალდებულია, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომები მიიღოს: პესკოვი საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლებაზე 

90
Untitled design

“ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საქმიანობა რუსეთის საზღვრებთან, ჩვენს ქვეყანას ავალდებულებს, მიიღოს ზომები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა და საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლებაზე – “მტკიცე სული 2021”-ზე გაამახვილა ყურადღება. 

პესკოვი ამბობს, რომ ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ნატო თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით არა მხოლოდ რუსეთის საზღვრების ირგვლივაა, არამედ მათს საზღვრებსაც ეხება.

პრესმდივანი აღნიშნავს, რომ ეს, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან ძალიან მჭიდრო მონიტორინგს ექვემდებარება:

“ეს გვავალდებულებს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომების მიღებას. ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა სხვადასხვა დონეზე არაერთხელ განაცხადეს.” – თქვა პესკოვმა.

როგორც პრეზიდენტის პრესმდივანი ამბობს, ნატო არ მალავს, ვინ არის ალიანსის მთავარი მტერი და მნიშვნელოვანია, რომ “Agile Spirit 2021”-ის სცენარი არ გულისხმობდეს ფარულ ქმედებებს რუსეთის მიმართ. TASS-ის ცნობით, ამ კომენტარით პესკოვმა აქცენტი გააკეთა აზერბაიჯანის მონაწილეობაზე ამ წვრთნებში.

პესკოვმა აქვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი სუვერენული ქვეყანაა და რუსეთი აფასებს მასთან პარტნიორობას:

“აზერბაიჯანი სუვერენული სახელმწიფოა. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას აზერბაიჯანთან, ეს არის პარტნიორობა და არის საერთო პოლიტიკური ნება ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის.” – ამბობს პესკოვი.