LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანა დიდი ომის ზღვარზეა – მოვლენების ქრონოლოგია

581
უკრაინელი ბავშვები

„ყველა მსურველს იარაღს დაურიგებენ“, – ეს სიტყვები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეკუთვნის, რომლის მიმართაც ახლა მთელი ცივილიზებული სამყაროს ყურადღებაა მიპყრობილი. მიზეზი კი უკრაინაში აგრესორი რუსეთის შეჭრაა და მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი ომის ღია მუქარას დიდი ხნის განმავლობაში არ ერიდებოდა, ფაქტია, რომ რუსეთი ვერც ამერიკისა და ვერც დასავლეთის სანქციებმა ვერ შეაჩერა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე.

რუსების მიერ გახსნილ ცეცხლს ბავშვი ემსხვერპლა

რუსებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს.

რუსეთი უკრაინაში შეიჭრა

 

გუშინ, გვიან ღამით გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის ემზადებოდა, მოგვიანებით კი, აშშ–ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით თქვა, რომ რუსეთი უახლოეს 48 საათში უკრაინაში შეჭრას აპირებდა – ეს ასეც მოხდა და უფრო მალეც, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი, გამთენიისას, 4 საათზე გამოაცხადა.

წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესის მექანიზებული ბრიგადის ყაზარმაში. ორი ძლიერი აფეთქება კიევში დაფიქსირდა, ასევე, აკრამატორსკში, ნიკოლაევში და ბერდიანსკში. მანამდე კი, ხარკოვსა და ოკუპირებულ დონეცკში. მოგვიანებით, მარიოპულის ტერიტორიაზე.

თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინული მედიასაშუალებების უმეტეს ნაწილზე, გუშინ გვიან ღამით წვდომა დიდხანს შეწყვეტილი იყო, საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ ზუსტი ცნობები ჯერ კიდევ გაურკვეველია.

რუსეთის სამხედრო იერიშის შემდეგ უკრაინამ საჰაერო სივრცე დაკეტა და საომარი მოქმედებებისთვის მზადება დაიწყო. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი ქვეყანაში საომარი მოქმედება ოფიციალურად გამოაცხადა.

 

როგორ გაგრძელდა კრიზისი

 

გამთენიისას, კიევსა და ხარკოვში აეროდრომებისა და სამხედრო შტაბების დაბომბვა, ოფიციალურმა უწყებებმა დაადასტურეს და განაცხადეს, რომ საზღვრის გასწვრივ საარტილერიო ცეცხლია გახსნილი. შუადღით კი, დესაში კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა, დაზარალდა სამხედრო ნაწილები.

პუტინის მიერ ომის გამოცხადების ვიდეო 3 დღით ადრე იყო ჩაწერილი

ვრცელდებოდა ცნობები, რომ ნულოვან წერტილში ასობით სამხედროა დაღუპული, არიან დაშავებულებიც. დედაქალაქში სირენები ჩაირთო, რაც ნიშნავდა, რომ კიევი კვლავ საჰაერო თავდასხმის მოლოდინში იყო.

უკრაინის დედაქალაქი კიევი რუსეთის დარტყმის შემდეგ

 

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ბელარუსის ჯარებიც შეიჭრა. პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ კი შეიარაღებულ ძალებთან საგანგებო შეხვედრაც კი ჩანიშნა.

დღეს კი, რუსმა ოკუპანტებმა დამოუკიდებელი უკრაინის შემადგენლობაში არსებული ლუგანსკის ორი სოფელი აიღეს და ლუცკში სატელევიზიო ანძა ააფეთქეს. ამასთან, უკრაინულმა ძალებმა დონბასში 5 რუსული თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

 

დასავლეთის რეაქცია

 

დასავლეთის მკაცრი განცხადებები ახლაც არ წყდება, თუმცა რუსეთი უკრაინის ოკუპაციის მცდელობას კვლავ უცვლელად, ჩვეული მეთოდებით განაგრძობს.

„აიძულეთ პუტინს გაჩერდეს“, – თქვა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მსოფლიო ლიდერებს დახმარება სთხოვა.

ევროკავშირი უკრაინაზე თავდასხმას გმობს – “დავაყენებთ კრემლის პასუხისმგებლობას”

საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რუსეთის მიერ უკრაინაზე გაუმართლებელი და არაფრით პროვოცირებული თავდასხმა დაგმო და თქვა, რომ „პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარგანზრახული ომი, რომელიც კატასტროფულ ადამიანურ დანაკარგებსა და ტანჯვას გამოიწვევს.“

„სასწრაფოდ მოვამარაგოთ უკრაინა იარაღით” – ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის ერთობლივი განცხადება

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და განადგურებაზე, რომელსაც ეს თავდასხმა მოიტანს, ხოლო აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები კი, ერთიანად და გადამწყვეტი ფორმით უპასუხებენ“.

კულება რუსეთის წინააღმდეგ მისაღები ზომების სიას აქვეყნებს – რას ითხოვს უკრაინა მსოფლიო საზოგადოებისგან.

NATO-ს ოფიციალური განცხადებით კი, რუსეთის ლიდერებმა  თავიანთი ქმედებების შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებიდან ირკვევა, რუსეთი ძალიან მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინაში სამხედრო მოქმედებები.

ვიტალი კლიჩკო ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ სახლში, მზად ჰქონდეთ დოკუმენტები და აუცილებელი ნივთები

გარდა ამისა, დღეს ევროპის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება. როგორც ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა სპეციალური სხდომა მიიწვია, რათა განიხილონ სიტუაცია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევის, ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის შემდეგ.

„საფრანგეთი დგას უკრაინელების გვერდით და მუშაობს მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად“, – ამის შესახებ კი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

„საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, დაიწყოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი სამხედრო ოპერაცია. საფრანგეთი სოლიდარობით დგას უკრაინის გვერდით.

საფრანგეთი დგას უკრაინელების გვერდით, მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

უკრაინა ოკუპანტების თავდასხმის შემდეგ

 

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი ყველაზე მკაცრ და მძიმე სანქციებს მიიღებს, რომელიც აქამდე მიღებულა. ბელგიას კი სურს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირმა ვიზების გაცემა შეწყვიტოს.

პუტინმა სისხლისღვრისა და ნგრევის გზა აირჩია – დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები გადამწყვეტად უპასუხებენ: ბორის ჯონსონი

ჩვენ დავასუსტებთ რუსეთის ეკონომიკის საფუძველს, სანქციების მიზანია დიდი ზიანი მიაყენოს კრემლის მიერ ომის დაფინანსებას – ევროკომისიის პრეზიდენტი

 

უკრაინა დიდი ომის ზღვარზე

 

ბოლო ცნობებით, ოდესის ოლქში დაბომბვის შედეგად დაღუპულია 6, დაჭრილია 7 და დაკარგულია 19 ადამიანი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საომარი მოქმედებების დინამიკა ყოველ წუთს იცვლება, ჯერჯერობით ზუსტი ცნობები დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ, უცნობია.

უკვე საღამოს კი უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა კიევის ოლქში სახელმწიფო საზღვარი გაარღვიეს. მოწინააღმდეგის სამხედრო ძალებმა ოლქის საზღვარი სვილჩას საგუშაგოდან გადაკვეთეს. სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, მესაზღვრეებს უკრაინელ სამხედროებთან ერთად ბრძოლა მოუწიათ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, მსოფლიომ სწრაფად უნდა იმოქმედოს, რადგან ახლა ევროპისა და მსოფლიოს მომავალი წყდება. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დამანგრეველი სანქციები უნდა დაწესდეს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ქალაქ სჩასტიეზე თავდასხმა მოიგერია და 50-მდე ჯარისკაცი გაანადგურა: უკრაინული მედია

საპირისპირო ცნობები ვრცელდება რუსულ მედიაში: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებები განადგურებულია, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაბაზების ინფრასტრუქტურა კი მწყობრიდან არის გამოყვანილი.

იდეალური გეგმით საჭიროა “გაათავისუფლონ უკრაინა და გაწმინდონ ნაცისტებისგან”: დიმიტრი პესკოვი

აუცილებლად აღსანიშნავი ფაქტია, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მიიწვია, სადაც თქვა, რომ „საქართველოს მხრიდან პროვოკაციებისთვის მზად უნდა იყოს.“

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ სპეციალური ოპერაცია დაიწყო.

„ამასთან დაკავშირებით ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინმა აღნიშნა, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც შესაძლოა, ამ პროცესში იყვნენ ჩათრეული, ანუ გარეშე ძალები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გარეშე ძალებს მიეკუთვნება საქართველოც“, – განაცხადა ბიბილოვმა.

ამასთან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მოლდოვამაც.

მინდა, მივმართო რუსეთის მოქალაქეებს… ვისაც სინდისი არ დაუკარგავს, გამოდით, გამოხატეთ პროტესტი – ზელენსკი დაჭრილი სამხედროებისთვის სისხლის დონორებს ითხოვს.

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობები გაწყვიტა, რაც ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით ორივე მხარე კარგავს დიპლომატიურ თვითმფრინავში ორმხრივი კომუნიკაციის შესაძლებლობას.

უკრაინელი და რუსი დიპლომატები საქმიანობას წყვეტენ – ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები სამომავლოდ მესამე ქვეყნების შუამავლობით წარიმართება.

 

საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას

 

დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, მას არ მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს საფრთხე უკვე განხორციელდა 2008 წელს, როდესაც საქართველოს რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომი ჰქონდა.

ღარიბაშვილი: ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, ცოტა ხნის წინ, გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც, რომელმაც მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები რუსეთის სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაქცევის შესაჩერებლად.

თუმცა მოგვიანებით, საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნაზე, პარლამენტში საგანგებო სხდომის გამართვასთან დაკავშირებით, ისიც თქვა, რომ არ ჰგონია, ამის საჭიროება იდგეს.

“პარტიულობის დროს არ არის, შეთანხმებული მოქმედებები გვჭირდება” – საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოითხოვა, რაზედაც მოგვიანებით მზაობა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც გამოხატა.

ზურაბიშვილი: დღევანდელი დღე ტრაგიკულია უკრაინისთვის, ასევე ტრაგიკულია საქართველოსთვის

საქართველო უკრაინაში რუსეთის აგრესიით შოკირებულია: სალომე ზურაბიშვილი

„მოვუწოდებთ, სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს“, - წერს პრეზიდენტი „ტვიტერში“.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც: „ასეთ უსამართლობას უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა!!! სოლიდარობა უკრაინას!!!“ – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.

პატრიარქი: საომარი მოქმედებები უკრაინაში რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მსოფლიო ტრაგედიად გადაიქცევა!

ამასთან, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.

უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, თვალ-ყური ადევნონ და გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

ელენე ხოშტარია: შაბათამდე ვერ გავჩერდებით, დღეს თანადგომის დროა! გავიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

მინდა მოგმართოთ სიტყვით, რომლითაც ჯერ არასდროს მომიმართავს… 2008 წელს სულ რომ თითი არ გამენძრია, პუტინს შემოჭრისთვის არანაირი საბაბი არ დასჭირდებოდა – სააკაშვილი